Eagle Edgeless 500 უნაკერო მიკროფიბერის ტილო (500 GSM) 4იანი შეფუთვა
95,00 ₾
აღწერა
პროდუქტის აღწერა:
Eagle Edgeless 500 არის საბოლოო არჩევანი პროფესიონალური დეტეილინგისთვის. მისი 500 GSM (სიმკვრივე) სისქის ფუმფულა მიკროფიბერი შექმნილია ყველაზე გლუვი და უსაფრთხო წმენდისთვის.
ეს ულტრა-რბილი ტილო იდეალურია ყველაფრისთვის: ცვილის მოშორებიდან დაწყებული, საღებავის, მინისა და მეტალის ზედაპირების გაპრიალებით დამთავრებული.
მისი უნაკერო (Edgeless) და იარლიყის გარეშე დიზაინი სრულად გამორიცხავს ნაკაწრების რისკს, ხოლო მისი გამძლეობა მას ავტომწარმოებლებისა და პროფესიონალი დეტეილერების ფავორიტად აქცევს.
ძირითადი მახასიათებლები:
- 500 GSM სისქე და სირბილე: იდეალურია დელიკატური ზედაპირებისთვის, როგორიცაა საღებავი და მინა.
- უნაკერო დიზაინი: არ ტოვებს ნაკაწრებს და ბუსუსებს.
- მრავალფუნქციური: იდეალურია ცვილის, პოლირების პასტის, სილანტის მოსაშორებლად და სწრაფი დეტეილინგის სპრეებთან სამუშაოდ.
- უსაფრთხოა ყველა ზედაპირისთვის: გამოიყენება ავტომობილებზე, კატარღებზე, ქრომზე, მინასა და სარკეებზე.
📋 გამოყენება და მოვლა
რეკომენდებული გამოყენება:
- პრიალა ზედაპირების (ქრომი, მინა) გაპრიალება/პოლირება.
- დეტეილინგ სპრეების, ცვილის, პოლირების პასტისა და სილანტების მოშორება.
- “Rinseless” (უწყლო) რეცხვა.
- მცირე და საშუალო ზომის დეტალების გამშრალება.
- დისკების გაწმენდა.
მოვლის ინსტრუქცია:
- პირველი რეცხვა: ყოველთვის გარეცხეთ ახალი ტილო გამოყენებამდე.
- განცალკევება: მუქი ფერის (შავი, ნარინჯისფერი, წითელი) ტილოები გარეცხეთ ღია ფერის ტილოებისგან განცალკევებით, რათა ფერი არ გადავიდეს. არასდროს გარეცხოთ ბამბის (Cotton) ნივთებთან ერთად!
- რეცხვის რეჟიმი: გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ნაზი თხევადი სარეცხი საშუალებით (არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე).
- აკრძალულია: არ გამოიყენოთ მათეთრებელი (ქლორი) და ქსოვილის დამარბილებელი (Softener), რადგან ეს აფუჭებს მიკროფიბერს და უკარგავს წმენდის უნარს.
- გაშრობა: გააშრეთ დაბალ ტემპერატურაზე ან ჰაერზე. არ გააუთოოთ!

