ჩვენ შესახებ

შპს ქარ ბროს არის პრემიუმ კლასის ავტომობილის მოვლის პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენი მისიაა გავხადოთ ავტომობილის მოვლა მარტივი, ეფექტური და სასიამოვნო პროცესი ყველა ავტომოყვარულისთვის — დაწყებული ყოველდღიური მომხმარებლით, დამთავრებული პროფესიონალი დითეილერებით.

ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ იმ ბრენდებს, რომლებიც აღიარა მსოფლიო ბაზარმა — მათ შორის არიან ისეთი სახელები, როგორებიცაა CARPRO და DIYDetail. თითოეული პროდუქტი ჩვენს პორტფელში შეირჩევა ხარისხის, ინოვაციურობისა და შედეგზე ორიენტირებულობის მიხედვით.

ვინ ვართ ჩვენ?
CarBros-ის გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საცალო ვაჭრობაში და კარგად ვიცით როგორ შევთავაზოთ ბაზარს ის, რაც ნამდვილად სჭირდება. ჩვენი გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი ბიზნესის ყოველდღიურ მართვაში და მუდმივად ვეძებთ სიახლეებს, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და პროდუქცია.

რას ვაკეთებთ?

  • ვავრცელებთ მაღალი ხარისხის დითეილინგ პროდუქტებს საქართველოში

  • ვთანამშრომლობთ ავტოსახელოსნოებთან, პროფესიონალ დეტეილერებთან და ენთუზიასტ მომხმარებლებთან

  • ვეწევით საგანმანათლებლო საქმიანობას, ვუზიარებთ მომხმარებლებს სწორ მოვლის მეთოდებს YouTube-ითა და სოციალური მედიის არხებით

  • ვქმნით ავტომობილის მოვლის ახალ კულტურას საქართველოში

ჩვენ გვჯერა, რომ სწორად შერჩეული პროდუქტი და ცოდნა შეუძლია ნებისმიერი მანქანის მოვლა შედეგიან და სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

გმადლობთ, რომ ენდობით CarBros-ს — ერთად გავხადოთ თქვენი მანქანა უფრო სუფთა, დაცული და შთამბეჭდავი.