აღწერა
HydrO2 Lite – ინოვაციური დაცვა მაქსიმალური კომფორტით!
HydrO2 Lite არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ტექნოლოგია, რომელიც ახლა კიდევ უფრო მარტივია გამოსაყენებლად და უკვე მზადაა უშუალოდ შესასხურებლად.
პროდუქტი იდეალურია თითქმის ნებისმიერ პირობებში და, სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ ტოვებს ზოლებს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შესხურება-ჩამორეცხვის მეთოდით, ასევე “შესხურება-მოწმენდის” მეთოდით. განსხვავებით კლასიკური HydrO2-ისგან, რომელიც კონცენტრირებული ფორმულაა და განზავების სხვადასხვა პროპორციით გამოიყენება, HydrO2 Lite უკვე წინასწარ განზავებული და მზადაა გამოყენებისთვის, ხოლო მისი დაცვითი ეფექტი 3 თვეზე მეტხანს ნარჩუნდება.
HydrO2 Lite იდეალური საშუალებაა სწრაფი დეტაილინგისთვის და დამატებითი ჰიდროფობური დაცვის შესაქმნელად ყოველი რეცხვის შემდეგ. მარტივი, ეფექტური და ეკონომიური – ქმნის ხანგრძლივ თვითწმენდის ეფექტს.
მთავარი მახასიათებლები:
- გამოიყენება შესხურება-ჩამორეცხვის ან შესხურება-მოწმენდის მეთოდებით
- უკვე განზავებულია და მზადაა გამოყენებისთვის
- მომენტალურად აძლიერებს ავტომობილის საფარის ბზინვარებას, ფერის სიღრმეს და გლუვობას
- უზრუნველყოფს ჭუჭყისა და წყლისგან დაცვას
გამოყენების ინსტრუქცია:
- იმუშავეთ ჩრდილში.
- შეანჯღრიეთ ბოთლი და მსუბუქი ფენა შეასხურეთ 2-3 პანელზე.
- დაუყოვნებლივ საფუძვლიანად ჩამობანეთ.
- გაიმეორეთ ნაბიჯები 2-3, სანამ მთელ ავტომობილს არ დაამუშავებთ.
გაამშრალეთ დარჩენილი წყალი.
HydrO2 Lite – სწრაფი და ეფექტური დაცვა, რომელიც მარტივს ხდის ავტომობილის მოვლას!