ხშირად დასმული კითხვები

შეკვეთა და მიწოდება

როგორ გავაფორმო შეკვეთა CarBros.pro-ზე?

ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ონლაინ. აირჩიეთ პროდუქტი მაღაზიაში, დაამატეთ კალათაში და გადაიხადეთ ონლაინ. შეკვეთის დადასტურებას მიიღებთ ელფოსტით. კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით სოციალური ქსელების საშუალებით, ან ტელეფონზე: +995 598 323 089, ან მოგვწერეთ info@carbros.pro-ზე.

რა ვადაში მივიღებ შეკვეთას თბილისში და რეგიონებში?

თბილისსა და რუსთავში ჩვეულებრივ 1–2 სამუშაო დღეში. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში — 2–4 სამუშაო დღე, ლოგისტიკის გრაფიკის მიხედვით.

შემიძლია პროდუქტის შეძენა ადგილზე?

ადგილზე შესაძენად შეგიძლიათ, წინასწარი შეთანხმებით, მობრძანდეთ ჩვენს საწყობში — თეიმურაზ კაკულიას ქ. 7, თბილისი. წინასწარ დაგვიკავშირდით +995 598 323 089-ზე ან info@carbros.pro-ზე, რომ დავადასტუროთ მარაგი.

რა ღირს მიწოდება?

თბილისსა და რუსთავში: 50 ლარამდე შეკვეთაზე მიწოდება 6 ლარია; 50 ლარზე მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა. სხვა ქალაქსა და რეგიონში მიწოდების საფასური 10 ლარია.

გადახდა

რა გადახდის მეთოდებს იღებთ?

ონლაინ გადახდა საიტის მეშვეობით ან საბანკო გადარიცხვა.

შემიძლია ინვოისის მოთხოვნა კომპანიის სახელზე?

დიახ. მიუთითეთ საფირმო სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი შეკვეთისას ან მოგვწერეთ info@carbros.pro-ზე.

პროდუქტები და ბრენდები

CarBros-ის პროდუქტები ორიგინალია?

დიახ. ჩვენ ვართ CARPRO, DIYDetail, The Rag Company და MJJC-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში; იმპორტი ხორციელდება პირდაპირ მომწოდებლების საწყობებიდან.

როგორ ავირჩიო სწორი კერამიკული საფარი ან შამპუნი?

გამოგვიწერეთ სოც ქსელებში, თვალი ადევნეთ ჩვენს ვიდეოებს და პოსტებს ან დაგვიკავშირდით ტელეფონით ან Facebook Messenger-ით. ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ბლოგს.

დაბრუნება და გარანტია

შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

გახსნილი/გამოყენებული პროდუქტის დაბრუნება არ შეიძლება. შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.

გამოყენება და რჩევები

CARPRO კერამიკული საფარი სახლის პირობებში შემიძლია გავაკეთო?

თითქმის ყველა პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებში შესაბამისი ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაში.

სად ვიპოვო დითეილინგის რჩევებს და ვიდეოებს?

ჩვენს Facebook/Instagram გვერდებზე და ბლოგზე carbros.pro/blog — აქ ვაზიარებთ გამოყენების რჩევებსა და სიახლეებს.

კონტაქტი

როგორ დაგვიკავშირდეთ ყველაზე სწრაფად?

ტელეფონი: +995 598 323 089, ელფოსტა: info@carbros.pro, ან Facebook Messenger — კონტაქტის გვერდზე.

სად მდებარეობს ოფისი და საწყობი?

თეიმურაზ კაკულიას ქ. 7, თბილისი 0189. დეტალური რუკა: კონტაქტის გვერდზე.