როგორ გავრეცხოთ ავტომობილი სწორად
ავტომობილი სწორად რეცხვა მარტივი და სასიამოვნო პროცესია ყველა ავტომოყვარულისთვის, მაგრამ რამდენიმე წესის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოში გზები ხშირად მტვრიანია, ზაფხულში მზე სწრაფად აცხელებს ლაქს, წყალი საკმაოდ ხისტია და ადვილად ტოვებს წყლის ლაქებს. სწორი მეთოდი იცავს საღებავს, ამცირებს რეცხვისას ნაკაწრების რისკს და აგრძელებს კერამიკული საფარისა და დამცავი სილანტის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
რა გჭირდებათ?
- pH-ნეიტრალური შამპუნი — მაგ. CARPRO Reset (ყველა ტიპის ლაკზე; შექმნილია კერამიკული საფარის მოსავლელად)
- კონტაქტური რეცხვისთვის ხელთათმანი — CARPRO Hand Wash Mitt (არა სამზარეულოს ღრუბელი)
- ორი ცალკე სათლი (ვედრო) — ერთში სუფთა წყალი, მეორეში კონტაქტური რეცხვის შამპუნი
- ორივე სათლში grit guard — ქვედა ბადე, რომელიც ქვიშასა და ჭუჭყს ქვევით ინახავს, რათა ხელთათმანს ჭუჭყი არ გაჰყვეს
- საქაფე მოწყობილობა (foam cannon, ან სატუმბო საქაფე) და შამპუნი ავტომობილისთვის — მაგ. HydrO2 Foam
- დისკისა და საბურავის სარეცხი — მაგ. CARPRO WheelX, რბილი ჯაგრისი
- ხარისხიანი მიკროფიბრის გასამშრალებელი ტილო — მაგ. CARPRO Dhydrate
- ჩრდილი ან საღამოს საათები, თუ გარეთ რეცხავთ
სანამ დაიწყებთ — ოთხი მნიშვნელოვანი წესი
1. მანქანა უნდა იყოს გაგრილებული
არ რეცხავთ გახურებულ ლაქზე — ცხელ ზედაპირზე წყალი სწრაფად ორთქლდება და ქიმიკატები მალე აშრება ზედაპირს, ლაქზე რჩება მაღალი კონცენტრაციის ქიმიკატი, რამაც შეიძლება დააზიანოს საღებავი. თუ მანქანა გაგრილებულია და ჩრდილში ხართ — შეგიძლიათ პირდაპირ ქაფით დაიწყოთ. ცხელ მანქანაზე კი ჯერ გააგრილეთ წყლის ჭავლით შორიდან, შემდეგ დაიწყეთ რეცხვა.
2. ჯერ ქაფი — და არა წნევით ჩამორეცხვა
ძლიერი წნევით ჭუჭყის პირდაპირ ჩამორეცხვა ერთ-ერთი ყველაზე საშიში შეცდომაა: ქვიშა და მტვერი წნევის ქვეშ ეხახუება საღებავის ზედაპირს და ტოვებს მიკრონაკაწრებს. ჯერ ვქაფავთ ჭუჭყიან ავტომობილს pH-ნეიტრალური ან მაღალი pH-ის მქონე წინასწარი რეცხვის შამპუნით (დაბინძურების ხარისხის მიხედვით) — ხარისხიანი ქაფი არბილებს ჭუჭყს, მიკროსკოპულ დონეზე ოდნავ წამოწევს ზედაპირიდან, რომ წნევის მიშვების დროს არ დაზიანდეს საღებავი.
3. ორი სათლის მეთოდი და grit guard
ორი-სათლის მეთოდი ნიშნავს: ერთში — კონტაქტური რეცხვისთვის გაზავებული შამპუნი, მეორეში — სუფთა წყალი ხელთათმანის გასავლებად. აუცილებელია ორივე სათლში გამოყენებული იყოს დამცავი ფილტრი (grit guard), რომელიც ხელთათმანის გავლებისას მოხსნილ ჭუჭყს დაიჭერს სათლის ქვედა ნაწილში, რითაც შეამცირებთ მანქანიდან მოხსნილი დაბინძურების ისევ მანქანაზე დატანას და შესაბამისად დახაზვის რისკს.
4. საქართველოში — ყოველ მე-4 რეცხვაზე ტუტე შამპუნი (მაღალი pH-ის მქონე შამპუნი), ე.წ. წინასწარი რეცხვის შამპუნი
ჩვენს გარემოში (მტვერი, ქალაქის ჰაერის დაბინძურება, ცხელი ზაფხული, გამონაბოლქვი) ჩვეულებრივი შამპუნი ყოველთვის ვერ ახდენს საკმარის ღრმა წმენდას. ყოველ მე-4 რეცხვაზე გირჩევთ წინასწარი რეცხვის შამპუნის გამოყენებას — მაგ. CARPRO Lift ეტიკეტზე მითითებული განზავების მიხედვით, ქაფის გენერატორში. ეს შამპუნი დაგეხმარებათ ავტომობილიდან ჩამორეცხოთ აკუმულირებული მძიმე დაბინძურება.
ნაბიჯ-ნაბიჯ: სწორი რეცხვა
ნაბიჯი 1 — დისკები და საბურავები (ყოველთვის პირველად)
დისკები და საბურავები ყოველთვის რეცხავთ პირველად, სანამ ავტომობილს გაქაფავთ. აქ ყველაზე მეტი სამუხრუჭე ჭუჭყი, ცხიმი და ტალახია და რეცხვის დროს ეს ჭუჭყი შეიძლება სუფთა მანქანაზე მოხვდეს, ამიტომ ვიწყებთ დისკებით. გამოიყენეთ დისკის სარეცხი, რბილი ჯაგრისი და ცალკე სათლი ან ცალკე ხელთათმანი მხოლოდ დისკებისთვის — მაგ. Fingerprints დისკების სარეცხი ხელთათმანი.
ნაბიჯი 2 — ქაფი / წინასწარი რეცხვა (ავტომობილის კორპუსი)
გაგრილებული, ჩრდილში მდგომი მანქანა გაქაფეთ ქაფის გენერატით. ყოველ მე-4 რეცხვაზე — მაღალი pH-ის წინასწარი რეცხვის შამპუნით (CARPRO Lift); დანარჩენ შემთხვევებში — pH-ნეიტრალური ქაფი, მაგ. HydrO2 Foam. დაელოდეთ 3–5 წუთს, რათა ხსნარმა იმოქმედოს და დაარბილოს დაბინძურება. არ შეაშროთ ავტომობილის ზედაპირზე.
ნაბიჯი 3 — კონტაქტური რეცხვა (ორი სათლი)
დაკაწვრის რისკის შესამცირებლად სასურველია ავტომობილი გაქაფოთ ახლა უკვე pH-ნეიტრალური შამპუნით — მაგ. CARPRO Reset — და გაქაფულ ავტომობილზე დაიწყოთ ხელთათმანით მუშაობა. დაასველეთ ხელთათმანი შამპუნიან სათლში და დაიწყეთ ზემოდან ქვემოთ: სახურავი → მინები → კარი → კაპოტი → ბამპერები. პირდაპირი მზის ქვეშ რეცხვის შემთხვევაში რეკომენდირებულია ავტომობილის პანელ-პანელ რეცხვა: რეცხავთ, ჩამოიბანეთ, შემდეგ გადადიხართ შემდეგზე — წინააღმდეგ შემთხვევაში შამპუნი სწრაფად შრება და არსებობს საღებავის დაზიანების რისკი. ყოველი პანელის დამუშავების შემდეგ გაავლეთ ხელთათმანი წყლიან სათლში, რათა ხელთათმანიდან მოაშოროთ ჭუჭყი, ჩაყავით შამპუნიან სათლში და გადადით შემდეგ პანელზე. მნიშვნელოვანია რეცხვის დროს ხელთათმანით არ შეასრულოთ წრიული მოძრაობები — ხელთათმანი ამოძრავეთ სწორხაზოვნად.
ნაბიჯი 4 — გაშრობა (აუცილებელი)
არასოდეს დატოვოთ მანქანა სველ მდგომარეობაში — საქართველოში საკმაოდ ხისტი წყალია (ბევრ მინერალს შეიცავს), რაც ზედაპირზე შეშრობის შემთხვევაში დატოვებს ე.წ. წყლის ლაქებს, და დროთა განმავლობაში წყლის ლაქები დააზიანებს ავტომობილის საღებავს. გამოიყენეთ ხარისხიანი მიკროფიბრის გასამშრალებელი ტილო (CARPRO Dhydrate ან მსგავსი პრემიუმ ხარისხის ტილო). გაშრობისას არ დააწვეთ ტილოს — გახსოვდეთ, ნაკაწრების უმრავლესობა ავტომობილზე სწორედ გაშრობის დროს ხდება. ცალკე ტილო გამოიყენეთ დისკებისთვის და ცალკე — კორპუსისთვის.
ხშირი შეცდომები
- დისკები ბოლოს — სამუხრუჭე ჭუჭყის გადატანა ლაქზე
- წნევის მიშვება ჭუჭყზე ქაფის გარეშე
- ერთი სათლი grit guard-ის გარეშე
- სარეცხი საპონი ან საყოფაცხოვრებო აგრესიული საშუალებები
- ცხელი ლაქი / პირდაპირი მზე
- სველი მანქანის დატოვება — წყლის ლაქები
- იაფი, უხარისხო ტილო გაშრობისას
დასკვნა
ავტომობილი სწორად რეცხვა — პატარა ჩვევების ერთობლიობაა: დისკები პირველად, ქაფი ხელით რეცხვამდე, ორი სათლი grit guard-ით და ხარისხიანი გაშრობა. პროდუქტები და აქსესუარები — CarBros მაღაზია-ში. კითხვები და გამოცდილება გაგვიზიარეთ კომენტარებში ქვემოთ.
