აღწერა
ორი ჯაგრისისგან შემდგარი ნაკრები, რომელიც შექმნილია ყველაზე რთული დიზაინის დისკის ყველა კუთხე-კუნჭულში შესაღწევად.
55მმ-იანი “Flat” (ბრტყელი) ჯაგრისი ადვილად ეტევა ვიწრო “სპიცებს” შორის და ფარავს დიდ ფართობს დისკის შიდა ნაწილის (barrel) წმენდისას. ამავდროულად, თხელი 12მმ-იანი “Spot” ჯაგრისი უზრუნველყოფს თქვენი დისკის ყველაზე პატარა და რთული დეტალების გაწმენდას.
ამასთან ერთად, თითოეულ ჯაგრისს მოყვება 2 ადვილად შესაცვლელი პრემიუმ მიკროფიბერის პირი (თავი) სხვადასხვა აბრაზიულობით (რბილი და საშუალო), რაც სრული მორგების და მარტივი წმენდის საშუალებას იძლევა!
📋 ძირითადი მახასიათებლები
- სპეციალურად დისკებისთვის შექმნილი ჯაგრისები
- კომპლექტში შედის 2 ჯაგრისის ტარი და 4 მიკროფიბერის პირი (1 რბილი და 1 საშუალო თითოეული ჯაგრისისთვის)
- პრემიუმ ხარისხის მიკროფიბერი
- გამძლე და მარტივი მოსავლელი

