CARPRO Essence

120,00 

მარაგში

აღწერა

CARPRO Essence – ინოვაციური ფორმულა, რომელიც აერთიანებს ნანო-ტექნოლოგიური კვარცს, მაღალი ბზინვარების მქონე გამძლე ფისებსა და მიკროსკოპულად შერწყმულ მცირედ აბრაზიულ ნაწილაკებს.

Essence ტოვებს შესანიშნავ სიღრმისეულ ბზინვარებას, ავსებს მცირე დეფექტებს და დამატებით უზრუნველყოფს SiO2-ზე დაფუძნებულ დაცვას.

მთავარი მახასიათებლები:

  • უნივერსალური მაღალი ბზინვარების მქონე პრაიმერი
  • ამზადებს ზედაპირს კერამიკული საფარისთვის
  • ნახევრად მუდმივი შემავსებელი
  • დამატებითი SiO2 დაცვა

გამოყენების ინსტრუქცია:

აპლიკაცია პოლირების აპარატით (D/A აპარატი)

  1. კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.
  2. მეტი გაპრიალებისთვის გამოიყენეთ CARPRO MF Cutting Pad და კარგად გაჟღინთეთ. მაქსიმალური ბზინვარებისთვის მცირე რაოდენობა დაიტანეთ CARPRO Gloss Pad-ზე.
  3. დაბალ სიჩქარეზე თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე.
  4. საშუალო სიჩქარეზე გააპრიალეთ.
  5. გაწმინდეთ ზედაპირი და გადადით შემდეგ ზონაზე.

ხელით აპლიკაცია:

  1. დაიტანეთ Essence ღრუბლის აპლიკატორზე.
  2. წრიული მოძრაობით თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე.
  3. დაელოდეთ 3 წუთი, შემდეგ მოაშორეთ ნარჩენები სუფთა მიკრობოჭკოვანი ტილოთი.

შენიშვნა:

  • ხშირად გაწმინდეთ პოლირების ბალიში.
  • გამოყენების შემდეგ ბალიშები და ტილოები დაუყოვნებლივ გარეცხეთ.