დაბრუნების პოლიტიკა

ჩვენი მიზანია, რომ ყოველი მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს CarBros-ზე შეძენილი პროდუქციით. თუმცა, თუ გარკვეული მიზეზით გსურთ პროდუქტის დაბრუნება, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს:

1. დაბრუნების ვადა

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი:

  • არ გამოიყენებოდა

  • არ აქვს დაზიანება ან გახსნილი შეფუთვა

  • ინახება ორიგინალურ მდგომარეობაში და შეფუთვაში

2. რას არ ვიბრუნებთ

დაბრუნება არ გავრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

  • თუ პროდუქტი უკვე გამოყენებულია (მაგ. ღია ბოთლები, ნანახია ფიზიკური კვალი)

  • პროდუქტი დაზიანებულია მომხმარებლის არასწორი გამოყენების გამო

  • ჰიგიენური და ერთჯერადი მოხმარების ნივთები, რომლებიც გახსნილია (მაგ. საშრობი პირსახოცები გახსნილ პაკეტში)

3. დაბრუნების პროცედურა

დაბრუნებისათვის გთხოვთ:

  1. დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტით ან ტელეფონით და მოგვაწოდოთ შეკვეთის ნომერი და დაბრუნების მიზეზი

  2. ჩვენი გუნდი განიხილავს შემთხვევას და დაგიკავშირდებათ დამატებითი ინსტრუქციებით

  3. პროდუქტის დაბრუნება ხდება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემდეგ

დაბრუნებისას პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროდუქტი იყო შეცდომით გაგზავნილი ან ქარხნულად დაზიანებული.

4. თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება მოხდება იმავე გზით, რომლითაც შესრულდა გადახდა, პროდუქტის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თანხის დაბრუნების გადაწყვეტილების დადასტურების შემდეგ.

5. დაკავშირება

დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
📧 info@carbros.pro
📞 598323089